დოდო გუგეშაშვილის ინფორმაციით, დაკავებული ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს, გამოძიება კი ქილერის გარდა, დამკვეთების და შუამავლების გამოვლენასაც ცდილობს

თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის ინფორმაციით, მისი მკვლელობის მცდელობასა და ნოდარ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზაზა მურჯიკნელი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, გამოძიება ქილერის გარდა დამკვეთების და შუამავლების გამოვლენასაც ცდილობს.

,,მარტო ქილერის დასჯით არ იქნება საქმე ბოლომდე მიყვანილი, მას ჰყავს დამკვეთები და შუამავლები. დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც გამოვლინდებიან, რადგან მე ჩვენი გამოძიებით უზომოდ აღფრთოვანებული ვარ. პრაქტიკულად ერთი წელი მიმდინარეობდა ძიება და მათ დადეს თითქმის მკვდარი საქმისგან შედეგი. რამდენადაც ვხვდები, ახლა მიდის მუშაობა ქილერის გარდა დამკვეთების და შუამავლების გამოსაძიებლად. სამი უფლებადამცველი ჰყავს და ბრალს არ აღიარებს, ჩემთვის სულ ერთია უფლებადამცველი რამდენიც უნდა იმდენი ჰყავდეს, ჩემთვის მთავარია საქმე მივიყვანო გამოძიებასთან ერთად ბოლომდე,” - განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც, მტკიცებულებების დასაშვებლობაზე იმსჯელებენ. ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალდება სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილისა "გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის) და 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა