გაერო - 2019 წელს, მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვმა 79.5 მილიონს მიაღწია

მსოფლიოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ომის ან დევნის შიშით იძულებული გახდნენ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინათ, 2019 წელს 79.5 მილიონამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წელს ლტოლვილთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 9 მილიონით გაიზარდა. გაეროს მონაცემებით, 46 მილიონ ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ქვეყნის ფარგლებს შიგნით მოუწია, 26 მილიონი კი იძულებული გახდა, საკუთარი ქვეყნის საზღვრები დაეტოვებინა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ იძულებით წასული პირების დაახლოებით ორი მესამედი მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან: სირიიდან, ვენესუელადან, ავღანეთიდან, სამხრეთ სუდანიდან და მიანმარიდან არიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს