FAO - გეოგრაფიული აღნიშვნების ეტიკეტი ზრდის ფერმერების შემოსავლებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ქართული მეთოდით დამზადებული პროდუქტებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნების შექმნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუს“ FAO-დან აცნობეს, ამ დროისთვის ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები მინიჭებული აქვს: ჭაჭას, ჩურჩხელას, ჩოგს, მაწონს, ტენილ ყველს, ქართულ ყველს, აჭარულ და მესხურ ჩეჩილ ყველს, მეგრულ და სვანურ სულგუნს, კობს, გუდას, თუშურ გუდას, იმერული ყველს, დამბალხაჭოს, მაჭახელას თაფლს, ახალქალაქის კარტოფილს, ტყიბულის მთის ჩაის და ქუთაისის მწვანილს.

მათივე განმარტებით, ეს პროცესი გრძელდება, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს საკუთარი პროდუქტები ფალსიფიცირებისგან დაიცვას.

„გეოგრაფიული აღნიშვნები (Geographical Indications GIs) არის სამარკო ნიშანი, რომელიც გამოხატავს, ამა თუ იმ პროდუქტის გეოგრაფიულ წარმომავლობას და მასთან დაკავშირებულ ხარისხსა და რეპუტაციას. გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენს ე.წ სავაჭრო ნიშანს, რომლებიც ხაზს უსვამს იმ ქვეყნების ან კონკრეტული რეგიონების უნიკალურ ბუნებასა და წეს-ჩვეულებებს, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ პროდუქტის უნიკალური გემოვნური თვისებების მისაღებად. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ხელშეკრულების თანახმად, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, როგორც სამარკო ნიშანს, მინიჭებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების სტატუსი.

ბოლო წლების მანძილზე, FAO და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, (EBRD) საქართველოს მთავრობასთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული პროდუქტებისთვის შეიქმნას გეოგრაფიული აღნიშვნები. მათი, როგორც სამარკო ნიშნის გამოყენება, საქართველოს საშუალებას მისცემს ფალსიფიცირებისგან დაიცვას ისეთი პროდუქტები როგორიცაა: სულგუნი, თუშური გუდის ყველი ან ჩურჩხელა.

გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორც პროდუქტებისთვის მინიჭებული მაღალი ხარისხის სიმბოლო, მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივ დონეზე წარმოებული პროდუქტების ღირებულებას და მწარმოებელი ფერმერების შემოსავლებს. ამავდროულად, გეოგრაფიული ინდიკატორები იცავენ ადგილობრივ ტრადიციებსა და კულტურას, ბუნებრივ რესურსებსა და ბიომრავალფეროვნებას, შესაბამისად წარმოადგენენ გზას მდგრადი განვითარებისკენ.

ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები მინიჭებული აქვს: ჭაჭას, ჩურჩხელას, ჩოგს, მაწონს, ტენილ ყველს, ქართულ ყველს, აჭარულ და მესხურ ჩეჩილ ყველს, მეგრულ და სვანურ სულგუნს, კობს, გუდას, თუშურ გუდას, იმერული ყველს, დამბალხაჭოს, მაჭახელას თაფლს, ახალქალაქის კარტოფილს, ტყიბულის მთის ჩაის და ქუთაისის მწვანილს.

ამ მომენტისათვის მსოფლიოში 8000-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნით რეგისტრირებული პროდუქტია, რომლებიც ყოველწლიურად 50 მილიარდი ევროს მოგებას ქმნიან“, - ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა