ჯანდაცვის მინისტრი - ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში შემოსულ იმ ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე PCR ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ.

ამასთან, როგორც მინისტრმა 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, არ უქმდება საკარანტინო სივრცეები.

„ყველა წესი შემუშავებულია. გვაქვს მრავლობითი პუნქტები, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ტურისტების გატესტვა. ასევე, ვინარჩუნებთ ყველა დღემდე არსებულ საკარანტინო სივრცეს. უბრალოდ რაოდენობრივი ცვლილება გვაქვს შეტანილი აქ. გარკვეულ სასტუმროს ვაძლევთ ტურისტების მიღების საშუალებას, თუმცა ყველა სასტუმრო ვალდებულია გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები. გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, გვაქვს კოორდინაცია და დალაგებული ლოჯისტიკა ყველა ლაბორატორიასთან, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ ეტაპობრივად, დღიურად 3000, 4000 და უკვე შემოდგომაზე 10 000 ტესტის ჩატარება შეგვეძლება, რაც ადრეულ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს.

ქვეყნებს შორის სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები არსებობს. პირველი, რა მოთხოვნაც გვაქვს არის, რომ ტურისტს თან ექნება PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდი არ აქვს. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც დოკუმენტი არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტესტის ჩატარებას აეროპორტში და იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, მოლაპარაკებებია სასტუმროებთან, სადაც ტურისტების განთავსება მოხდება და დაელოდებიან ტესტის პასუხებს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა