კატერინ სმოლვუდი - „დექსამეტაზონი“ კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტებისთვისაა, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადს ან ხელოვნურ ვენტილაციას

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განცხადებით, „დექსამეტაზონი“ იმ კოვიდინფიცირებული პაციენტების შემთხვევაშია ეფექტური, რომლებსაც დაავადება მძიმე ფორმებში გამოუვლინდათ, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადს ან ხელოვნურ ვენტილაციას. ამის შესახებ კატერინ სმოლვუდმა „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად ეფექტურია „დექსამეტაზონი“ კოვიდინფიცირებული ყველა პაციენტის შემთხვევაში.

„რაც შეეხება „დექსამეტაზონს“, რომელიც არის სტეროიდული მედიკამენტი. ჩვენ ვიკვლევთ მონაცემებს და ვეძებთ უფრო მეტ დეტალს მედიკამენტთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს დამაიდებელი, პოზიტიური მონაცემები რამდენიმე კვლევის, მათ შორის იმ კვლევების შედეგად, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ატარებს. ეს შედეგები აჩვენებს, რომ პრეპარატი შედეგიანია კორონავირუსით მძიმედ დაავადებულ ადამიანებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მედიკამენტის გამოყენება ეფექტური არ იქნება კორონავირუსის მქონე ყველა პაციენტის შემთხვევაში, არამედ ის ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს იმ პაციენტების შემთხვევაში, ვისაც ჟანგბადი სჭირდება ან ხელოვნურ ვენტილაციაზეა. ამიტომ რეალურად ეს მედიკამენტი იმ პაციენტებისთვისაა, ვისაც დაავადება მძიმე ფორმებში გამოუვლინდა,“ - განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო