გია ვოლსკი - როცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობს ყველა პარტია, რასაკვირველია, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე არსებობს

როდესაც კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობს ყველა პარტია, რასაკვირველია, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხე არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როდესაც 2-3 დეპუტატის ხმა არის გადაწმყვეტი, მოხდება, თუ არა ამ ცვლილებების მიღება, არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს.

"როდესაც კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობს ყველა პარტია, რასაკვირველია, ჩავარდნის საფრთხე არსებობს. ხმების რაოდენობაში ეს მინიმალური უპირატესობა ყოველთვის საფრთხილოა და 100%- იან გარანტიას ვერავინ დადებს. მთელი პასუხისმგებლობა იქნება იმ ფრაქციებზე, იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. რასაკვირველია, კომუნიკაცია გვაქვს სხვა დეპუტატებთანაც. მათი განცხადებები მოვისმინეთ. იმედი გვაქვს, რომ ისინი თავიანთ გაცხადებულ პოზიციას არ შეიცვლიან, მაგრამ როდესაც 2-3 ხმაზეა საუბარი, 100% -იანი გარანტია არ არსებობს. არავინ არ იცის, რა შეიძლება მოხდეს," - განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს