გია ვოლსკი - დამერწმუნეთ, რომ ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს ტენდერებში ჩაერიოს და ვიღაცას რაღაც წაგლიჯოს

დამერწმუნეთ, რომ ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს ტენდერებში ჩაერიოს და ვიღაცას რაღაც წაგლიჯოს თვითონ ან რომელიმე ადამიანის მეშვეობით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ტენდერებში ჩარევის არანაირი ინტერესი არ აქვს და ეს „მოგონილი თემებია“.

„დამერწმუნეთ, რომ ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს ტენდერებში ჩაერიოს და ვიღაცას რაღაც წაგლიჯოს თვითონ ან რომელიმე ადამიანის მეშვეობით. ეს არც მის მორალურ პრინციპებს შეესაბამება და არც მისი ნაკეთები საქმიდან შეგვიძლია რაიმე ასეთი ჩლუნგი გადაწყვეტილება ან პოზიცია დავაფიქსიროთ, რომ ვითომდა ბიძინა ივანიშვილს რაიმე ინტერესი აქვს კარტოფილის ან კიტრის იაფად შეძენაში და ძვირად გაყიდვაში. ეს არის მოგონილი თემები,"- განაცხადა ვოლსკიმ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა მურმან ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე იმერეთის ცალკეული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით 16,395,501 ლარი მიიღო. მათივე ცნობით, მურმან ტოგონიძე ბიძინა ივანიშვილის დის - მაგული ივანიშვილის მულის ქმარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს