პრემიერის განცხადებით, ჩვენ ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია და ამას ვაჩვენებთ, რადგან ჩვენი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო და უფრო პოზიტიურად იცვლება

პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ კიდევ უფრო ეფექტური გახდება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოსტკრიზისული აღდგენის გეგმა დაბალანსებული უნდა იყოს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური პლატფორმის ჯგუფებთან ვსაუბრობთ. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებულად გაკეთებული იმისთვის, რომ შემდგომი პოსტკრიზისული, საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკის აღდგენის გეგმა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული. უნდა ითვალისწინებდეს როგორც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ასევე იმ კონკურენტულ უპირატესობებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს, ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია და ამას ვაჩვენებთ, რადგან ჩვენი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო და უფრო პოზიტიურად იცვლება. გვაქვს შესანიშნავი და დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და რაც მთავარია, გვაქვს მაღალ ინტელექტუალური ადამიანური რესურსი, რომელმაც უნდა შექმნას ყველაზე მაღალი დამატებითი ღირებულება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს