CNN - ჯონ ბოლტონი თავის წიგნში წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლისთავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი თავის წიგნში წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლის თავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.

გარდა ამისა, ტელეკომპანიის ცნობით, ჯონ ბოლტონი ასევე წერს, რომ ტრამპმა სკრიპალების მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც არ მოიწონა.

„ბოლტონი წერს: აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, ტრამპს პირადი და ოფიციალური ურთიერთბების ერთმანეთისგან გამოყოფა უჭირს,“ - იუწყება CNN-ი.

ტელეკომპანიის ცნობით, მათ ჯონ ბოლტონის წიგნის - „ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები“ - ასლი მოიპოვეს.

ცნობისათვის, წიგნის გამოქვეყნება 23 ივნისისთვის იგეგმება.

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა