დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზაზა მურჯიკნელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ნოდარ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლეიტენანტი, ზაზა მურჯიკნელი კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, მურჯიკნელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღინისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

ცნობისთვის, ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დანაშაულის დაფარვისთვის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო