გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა, სადაც აღნიშნულია, რომ ლიკვიდაციის თაობაზე დავალება რუსეთის ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა გასცეს

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა.

მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური პროკურორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკვლელობის დაკვეთას წინ უძღოდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება "რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, მისი ავტონომიური რესპუბლიკების- ჩეჩნეთისა და ინგუშეთიის მთავრობებისა და საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ".

მათივე თქმით, ვადიმ კ-ს., რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელი მსხვერპლს ზურგიდან მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს და იმ დროიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა. გამოძიებასთან „არასათანადო თანამშრომლობის გამო“, გერმანიამ დეკემბერში ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა