ადვოკატის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ნიკა გვარამიას თავად სუს-ისგან ჰქონდა

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა, გვარამიას თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ჰქონდა.

საძაგლიშვილის თქმითვე, გვარამიასა და გაბუნიას გამოკითხვასთან დაკავშირებით, მათ სასამართლო ჯერჯერობით არ დაკავშირებიათ.

„როგორც ნიკა გვარამიას, ასევე გიორგი გაბუნიას შემთხვევაში, ისინი სუს-ში იყვნენ გამოკითხვაზე დაბარებული. ჩვენ მათ შევატყობინეთ, რომ გვირჩევნია დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს. ჯერჯერობით, სასამართლოდან ჩვენთან კომუნიკაცია არ განხორციელებულა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლოს ვენდობით, უბრალოდ, სასამართლოში გამოცხადება სავალდებულოა და ცხადია, კანონის მოთხოვნებს დავიცავთ", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი, ნიკა გვარამიასთვის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ცნობილი იყო, რატომ არ განაცხადა საგამოძიებო ორგანოში, ადვოკატი პასუხობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სუს-გან ჰქონდა.

„ნიკა გვარამიას განცხადებას თუ ყურადღებით მოისმენდით, ნახავდით, რომ ნიკა გვარამიამ ინფორმაცია თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღო, კონფიდენციალურად მოხდა ინფორმაციის მიწოდება, შესბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ ამ საქმეზე სუს-ი მუშაობდა. ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული, ინფორმაცია შეატყობინო იმ უწყებას, რომელმაც აქეთ შეატყობინა ნიკა გვარამიას, რომ ასეთი რამ იგეგმებოდა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო