არჩილ თალაკვაძემ დიპლომატებთან შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დროს, „კოვიდ19“-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კახა კუჭავასთან და ირაკლი კობახიძესთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას შეერთებული შტატების, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები დაესწრნენ.

„საუბარი საპარლამენტო არჩევნების დროს, კოვიდ19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. საქართველოს პარლამენტი, მთავრობასთან ერთად მუშაობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულ წესებზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ვირუსის გავრცელების პრევენციის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად იქნება გამოყენებული. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე დაესწრო, რომელმაც ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საპასუხო ქმედებებსა და კოვიდ19-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე ისაუბრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს