გიორგი ვაშაძე - უკვე თავი მოგვაბეზრა კობახიძეებმა და ყველამ, ვინც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას თავისი კორუფციული, ფინანსური ინტერესებისთვის

არათუ თავი ამოწურა, უკვე თავი მოგვაბეზრა კობახიძეებმა და ყველამ, ვინც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას თავისი კორუფციული, ფინანსური ინტერესებისთვის და მზად არის სამშობლო ბოლომდე გაყიდოს, მოიგონოს ათასნაირი სისულელე და ათასნაირი ზღაპარი, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, თუ ოპოზიციაში „გრუს“ აგენტები არიან, მაშინ ხელისუფლება ვალდებულია იმ აგენტების მიმართ გამოძიება აწარმოოს და დააკავოს.

„არათუ თავი ამოწურა, უკვე თავი მოგვაბეზრა კობახიძეებმა და ყველამ, ვინც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას თავისი კორუფციული, ფინანსური ინტერესებისთვის და მზად არის სამშობლო ბოლომდე გაყიდოს, მოიგონოს ათასნაირი სისულელე და ათასნაირი ზღაპარი. კობახიძეს ამ განცხადებაზე მე შევუბრუნებ: თუ ეს ასე არის, მაშინ თქვენი ვალდებულებაა ის „გრუს“ აგენტები, რომლებიც დაასახელეთ, მაშინ მათ მიმართ გამოძიება აწარმოოთ და დააკავოთ. თუ ამას ვერ იზამთ, მაშინ კობახიძე გამოვიდეს და საჯაროდ სახეზე ნაცარი წაისვას“, - გიორგი ვაშაძე

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციის წარმომადგენლებს „გრუს“ აგენტები უწოდა. „ცოტა ხნის წინ ციხიდან საპრეზიდენტო აქტით "გრუ"-ს აგენტი, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და სხვა ე.წ. დასავლურ ძალებთან ერთად ზის მოლაპარაკების მაგიდასთან. ამაში ირაკლი ოქრუაშვილს ვგულისხმობ, მაგრამ იქ არის ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, რომლებსაც არაერთხელ გაუკეთებიათ პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები. დღეს ეს პოლიტიკური ძალები ერთად სხედან და ერთი მიზანი აქვთ როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ანუ პირდაპირ რუსული კვალი, ძალა იკვეთება იმ ოპოზიციაში, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება. აქედან გამომდინარე ინტერესების თანხვედრა აბსოლუტურად ლოგიკურია და ამაზე მსჯელობა აუცილებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს