ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, არჩევნების უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარების საკითხზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, არჩევნების უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარების საკითხზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, კენჭისყრის უსაფრთხო გარემოში ჩატარების თაობაზე პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმსჯელებენ.

„შეხვედრაზე განხილვის თემა იყო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ამ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ სპეციალურ ზომებზე, რომელიც მიღებული უნდა იყოს არჩევნებზე, პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ გარკვეული მონახაზი გვაქვს, თუმცა დაგვჭირდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვა. ალბათ, მომავალ კვირაში შედგება ასეთი განხილვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. ამ ფორმატში უნდა შევჯერდეთ ყველა იმ შესაბამის რეგულაციაზე, რომელიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში საარჩევნოდ, პანდემიის კუთხით,“ - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს