ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას მუდმივად უჭირავს თვალი დესტაბილიზაციაზე, თუმცა ხელისუფლება ძლიერია და მათ ეს არ გამოუვათ

რადიკალურ ოპოზიციას მუდმივად უჭირავს თვალი დესტაბილიზაციაზე, ეს არავისთვის არის უცხო და ახალი, თუმცა ხელისუფლება არის ძლიერი და მათ ეს არ გამოუვათ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 20 ივნისის მოვლენები შეაფასა.

მისი თქმით, შარშან 20 ივნისს იყო სერიოზული შეცდომა დაშვებული, რასაც მოჰყვა ვენაბათაღელვა და საბოლოო ჯამში, კონკრეტულმა "რადიკალურმა პარტიებმა“ გადაწყვიტეს, ეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

"მერე რაც მოხდა, ეს აღიარა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ მათი მიზანი იყო ის, რაც მოხდა საბოლოო ჯამში 20 ივნისის ღამეს. ეს არის იმის აღიარება, რაზეც საუბრობდა „ქართული ოცნება“ - თავისი დესტრუქციული მიზნები ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას და იმ დღეს მოახერხეს, სამწუხაროდ, დიდწილად თავისი მიზნების შესრულება, მაგრამ სახელმწიფო საბოლოო ჯამში, დადგა მოწოდების სიმაღლეზე და არ მისცა რადიკალურ ოპოზიციას პარალმენტში შეჭრის შესაძლებლობა. რადიკალურ ოპოზიციას მუდმივად უჭირავს თვალი დესტაბილიზაციაზე, ეს არავისთვის არის უცხო და ახალი, თუმცა ხელისუფლება არის ძლიერი და მათ ეს არ გამოუვათ,"- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა