ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებას პრობლემები არ შეექმნება, ჩვენი მხრიდან სიურპრიზები არ იქნება

ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებას პრობლემები არ შეექმნება. ჩვენი მხრიდან არ იქნება სიურპრიზები, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოლოდინი ოპტიმისტურია, ვინაიდან, უმრავლესობის გარდა, 25-მა დეპუტატმა დაადასტურა ამ ცვლილებების მხარდაჭერა.

„ელჩებს კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, რამდენი ხმა არის მობილიზებული საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო და ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მიღებას პრობლემები არ შეექმნება გამომდინარე იქიდან, რომ 113 დეპუტატზე მეტს აქვს ამ პროექტის მხარდაჭერა დადასტურებული. 25 დეპუტატია უმრავლესობის გარეთ, ვისაც ნათქვამი აქვს, რომ ისინი მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, განწყობა ოპტიმისტურია. ჩვენი მხრიდან არ იქნება სიურპრიზები. რაც შეეხება ოპოზიციის მხარეს, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებს, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქ არ იქნება არავითარი სიურპრიზი,“ - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო