ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური პლატფორმა, რომლის მემორანდუმსაც მასთან ერთად ხელი ანა დოლიძემ, ლევან კობერიძემ და ლევან იოსელიანმა მოაწერეს, „ლელოსთან“ გაერთიანდეს

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური პლატფორმა, რომლის მემორანდუმსაც დღეს ხელი ანა დოლიძემ, ლევან კობერიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მოაწერეს, საარჩევნოდ „ლელოსთან“ გაერთიანდეს.

მისი თქმით, „ლელო“ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მათ ხედვებთან ყველაზე ახლოს არის.

„არ დავმალავთ, რომ ჩვენ „ლელოსთან“ გვაქვს კონსულტაციები, გვაქვს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საერთო ჯამში რას სახეს მიიღებს ეს ყველაფერი ვნახოთ. „ლელო“ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ხედვებთან ყველაზე ახლოს არის“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ