ლევან კობერიძე - როგორც ნაზი ჯანეზაშვილი იქცევა, ეს არის „შავი პიარის“ კამპანია ანა დოლიძის წინააღმდეგ

როგორც ნაზი ჯანეზაშვილი იქცევა, ეს არის „შავი პიარის“ კამპანია ანა დოლიძის წინააღმდეგ , - ამის შესხებ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პოლიტიკურ დაპირისპირებაშია შესული.

„ნაზი ჯანეზაშვილი დღეს ფაქტობრივად პოლიტიკურ დაპირისპირებაშია შემოსული და პირდაპირ ვიტყვი, არ მოვერიდები, ამ სიტყვებს, რომ მისი მხრიდან კამპანიური ხასიათი აქვს ამას. როგორც ის იქცევა, ეს არის „შავი პიარის“ კამპანია ანა დოლიძის წინააღმდეგ“, - აცხადებს ის.

ლევან კობერიძის თქმით, მას ანა დოლიძის აქტიურ პოლიტიკაში ყოფნა ძალიან გაუხარდება.

„ძალიან გამიხარდება, რომ ანა დოლიძე პოლიტიკურ ველში აქტიური იყოს. ეს ჩემი პირადი აზრია. მეორე, ეს ორი დღე, რასაც ჩვენ ვისმენთ ანა დოლიძესთან მიმართებით, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი კამპიის ნაწილია. სამწუხაროდ, ამ კამპანიაში ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ჩართული, როგორიც არის ნაზი ჯანეზაშვილი“, - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც დღეს ალეკო ელისაშვილთან, ლევან იოსელიანთან და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის თაობაზე მემორანდუმს ხელს მოაწერა. ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს. მისი შეფასებით, ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს, კანონი უკვე დარღვეული აქვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს