ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ბრალდებულ 7 პირს პატიმრობა შეეფარდა

ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ბრალდებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა სალომე ჩიქობავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, 7 პირიდან სასამართლო პროცესს 4 ესწრებოდა, 3 პირი მიმალვაში იმყოფება, მერვე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე, რომელიც პატიმრობაში არაა, ცალკე იმსჯელებენ.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა 7 პირის შემთხვევაში ბრალდების მხარის არგუმენტები, მიიჩნია, რომ მათი მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. შესაბამისად, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, გამოძიების მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რაც სრულად ადასტურებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას", - აცხადებს ჩიქობავა.

მისივე განმარტებით, ყველა დაზარალებული პირი იდენტიფიცირებულია.

„ჯამში ბრალი 8 პირს აქვს წაყენებული, აქედან დღეს, 7 პირის მიმართ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული. რვავე პირი საქართველოს მოქალაქეა. იდენტიფიცირებულია ყველა დაზარალებული, მოპოვებულია მაიდნიტიფიცირებელი მონაცემები, მათ შორის, აიპი მისამართების შესახებ.

არაერთი დაზარალებულია, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებები. ბრალდებულები მათ სარგებლობაში არსებული პოსტერმინალების მეშვეობით არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს აჭრიდნენ მათი ნებართვის გარეშე ფულად თანხებს. მათ მიერ წინასწარ მოპოვებული იყო არარეზიდენტი ფიზიკური პირების პლასტიკური ბარათების მონაცემები, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ პოსტერმინალზე ამ ბარათის ნომრის შეყვანის შემთხვევაში თანხა ჩამოჭროდა დაზარალებულებს. თანხა ირიცხებოდა მათ საბანკო ანგარიშებზე და შემდეგ ნაღდი ანგარიშსწორებით გამოჰქონდათ", - განაცხადა ჩიქობავამ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ.

უწყების ცნობით, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებით საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687 321 ლარის და 60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის