გიორგი კანდელაკი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოიქცეს ისე, როგორც უნდა მოიქცეს თავისი თავის პატივისმცემელი ქვეყანა, როდესაც მის მოქალაქეს  კლავენ

„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოიქცეს ისე, როგორც თავისი თავის პატივისმცემელ ქვეყანას შეეფერება. ამის შესახებ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

კანდელაკის თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს მთავრობას მოიხსენიებს როგორც „პრორუსულს“.

„ევროპული საქართველოს სახელით მინდა გამოვეხმაურო გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს და განცხადებას. გერმანიის ფედერალური პროკურატურა პირდაპირ ადანაშაულებს რუსეთის ფედერაციას და მთავრობას საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში, რომელიც მოხდა ბერლინში, გასული წლის 23 აგვისტოს. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გააკეთა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად. „ევროპულმა საქართველომ“ აქამდეც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მაშინ, როცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა არის აღშფოთებული და შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის მკვლელობით, იმის გათვალისწინებით, რომ ზელიმხან ხანგოშვილი დამსახურებული ადამიანი იყო საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რომელიც ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არაფერი უთქვამს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე, გამაოგნებელია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოიქცეს ისე, როგორც უნდა მოიქცეს თავისი თავის პატივისმცემელი ქვეყანა, როდესაც მის მოქალაქეს ასე კლავენ“,- განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, „არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას თავის განცხადებაში მოიხსენიებს როგორც პრორუსულს“.

„ეს არის ძალიან სერიოზული ამბავი. ეს ტერმინი ასევე წარმოადგენს გამოძიების შედეგს იმიტომ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის თავს გადამხდარი ამბავი სწორედ ამაზე მეტყველებს.

ზელიმხან ხანგოშვილზე 2015 წელს თბილისის ცენტრში განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა და მას 8 ტყვია ესროლეს. ის შემთხვევით გადაურჩა ამ თავდასხმას. შემდეგ საკუთარ სახელმწიფოს სთხოვა დახმარება, რაზეც მას უარი ეთქვა და მეტიც, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ეს თავდასხმა არ გამოიძია. თავდამსხმელები სრულიად დაუსჯელად გააპარა საქართველოდან. სწორედ ამის შემდეგ გახდა იძულებული ზელიმხან ხანგოშვილი დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია“, - განაცხადა კანდელაკმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო