ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია 19 ივნისს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამავე არხის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია 19 ივნისს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში დაიკითხებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, 11:00 საათზე ნიკა გვარამია, ხოლო 13:00 საათზე გიორგი გაბუნია დაიკითხება. მათი დაკითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია სუს-ში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ და აღნიშნეს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში უპასუხებდნენ. ამის შემდეგ სუს-მა ორივე მათგანის დაკითხვის თაობაზე სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო