კიევის სასამართლომ 1-ელ ივლისამდე გადადო სხდომა, რომელზეც პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სხდომა პირველ ივლისამდე გადადო. შესაბამისი გადაწყვეტილება პეჩერის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

მანამდე კი, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა შეცვალა, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, პირადი თავდებობა მოითხოვა.

თავად პოროშენკომაც პირობა დადო, რომ კიევს ნებართვის გარეშე არ დატოვებს.

პარალელურად, სასამართლოსთან პოროშენკოს მხარდამჭერების აქცია გაიმართა და მას მომხრეები დროშებით შეეგებნენ.

„ეს არის უბადრუკი შურისძიება უბადრუკი ხალხისგან, რომლებსაც არ უყვართ უკრაინა, მაგრამ ჩვენ ერთად ნამდვილად არ გვეშინია მათი“, - განუცხადა პოროშენკომ მხარდამჭერებს.

საქმე პოროშენკოს მიერ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის შესაძლო უკანონო დანიშვნას ეხება. პოროშენკო აცხადებს, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა