ნაზი ჯანეზაშვილი - თამარ ჩუგოშვილისგან ძალიან ბევრჯერ იყო ჩემთან ზარი და უბრალოდ გაჩუმებას მოითხოვდა

თამარ ჩუგოშვილი ხშირად მირეკავდა და უთქვამს, რომ რაღაცებზე უნდა გავჩუმებულიყავი, რომ ვიღაცებს ზევით, მის პარტიაში არ მოსწონდათ ჩემი აქტიურობა , - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „რადიო პალიტრას“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ჯანეზაშვილის თქმით, ჩუგოშვილს აწუხებდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი წევრობა.

თამარ ჩუგოშვილს რეალურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი წევრად ყოფნა აწუხებდა. დიახ, მე ჩუგოშვილის კანდიდატურა ვიყავი, მაგრამ ის ხშირად მირეკავდა. პირველად ვამბობ და აუცილებელია, რომ ამ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ჩუგოშვილისგან ჩემთან ძალიან ბევრჯერ იყო ზარი და ჩემგან უბრალოდ გაჩუმებას მოითხოვდა, როდესაც მე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაღაც საკითხებს ვაყენებდი. ამაზე საუბარი არ მინდოდა, ფაქტობრივად, განმარტება მიწევს. მე ვხვდებოდი, რომ თამარ ჩუგოშვილს აწუხებდა ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიყავი ერთ-ერთი აქტიური წევრი. თამარ ჩუგოშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც მხარი დამიჭირა და არა მხოლოდ მან, ასეთი სხვებიც არიან, თამარ ჩუგოშვილზე წინ ვიცნობდი თალაკვაძეს, ხულორდავას და სხვებს, ანუ მხარი ბევრმა დამიჭირა. დასაყვედრებელი არაფერი მაქვს, მე ჩემს ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურები და ამაში ბევრი შემედაროს. გამიხარდება, თუ შემედრებიან, თუნდაც ჩუგოშვილები და სხვები“ , - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ჩუგოშვილი მას სთხოვდა, რომ გაჩუმებულიყო, რადგან პარტიაში ვიღაცებს მისი აქტიურობა არ მოსწონდათ.

„ჩუგოშვილი მირეკავდა და ხშირად იყო ეს შემთხვევები, როდესაც უთქვამს, რომ რაღაცებზე მე უნდა გავჩუმებულიყავი. ისიც უთქვამს, რომ ვიღაცებს ზევით და მის პარტიაში არ მოსწონდათ ჩემი აქტიურობა. ისიც უთქვამს, ჩემი მხრიდან რომ სირცხვილი იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოსვლა ვინც მე ამირჩია. ეს იყო თამუნას მორალი და მოსაზრება“, - აღნიშნა მან.

ამასთან, როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, „ქართული ოცნება“ „შეხმატკბილებულად მუშაობს გვრიტიშვილთან და სხვებთან“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო