რუსეთის ელჩი გერმანიაში - გერმანიის ხელისუფლების განცხადება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფო უწყებების მონაწილეობაზე, უსაფუძვლოა

გერმანიის ხელისუფლების განცხადება რუსეთის სტრუქტურების მონაწილეობაზე ბერლინში, 2019 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში, არ არის გამყარებული მტკიცებულებებით, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების განხორციელება, რეაქციის გარეშე არ დარჩება. ამის შესახებ გერმანიაში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა განაცხადა.

„როგორც ჩვენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, 18 ივნისს გერმანიის გენერალურმა პროკურორმა რუსეთის მოქალაქეს წარუდგინა ბრალდება ბერლინის პარკ თირგარდენში 2019 წლის 23 აგვისტოს მომხდარ მკვლელობაში. საბრალდებო დასკვნა შეიცავს მტკიცებულებას, რომ მკვლელობა შესრულდა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დაკვეთით. თუმცა, ეს, როგორც ადრე, ახლაც არ არის მტკიცებულებებით გამყარებული და ფაქტით“ , - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ამ ისტორიასთან დაკავშირებით ბერლინიდან გაიწვიეს რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ჩვენი ქვეყნის არასაკმარისი თანამშრომლობის გამო გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან. ამასთან, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ რუსეთის პროფილური უწყებები ურთიერთთანამშრომლობენ გერმანელ კოლეგებთან პარტნიორული არხებით და აწვდიან პასუხებს მოწოდებულ კითხვებზე“ , - განაცხადა ნეჩაევმა.

მისი თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ მისი სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები უსაფუძვლოა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო