ბელორუსის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო დააპატიმრეს

ბელარუსის პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო დააპატიმრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ თავმჯდომარეს ქრთამის აღებაში, ქურდობასა და თაღლითობაში სდებენ ბრალს.

სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის, ივან ტერტელის განცხადებით, „ბაბარიკო დაკავებულია იმის გამო, რომ უშუალოდ ხელმძღვანელობდა უკანონო საქმიანობას, ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოწმეებზე, დაემალა ადრე ჩადენილი დანაშაულის კვალი და მის მიერ კონტროლირებული ანგარიშებიდან დიდი თანხა მოეხსნა“.

მისივე თქმით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ბაბარიკოს სახლში დღეს ჩხრეკაც ჩატარდა.

„ბელგაზპრომბანკს“ ბაბარიკო თითქმის 20 წელი ხელმძღვანელობდა და საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის გამო საქმიანობა ცოტა ხნის წინ მიატოვა. 12 ივნისს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სახელმწიფო კონტროლის კომიტეტი „ბელგაზპრომბანკის“ საქმიანობას შეამოწმებდა. ამასთან ის ირწმუნება, რომ ამ საქმეში არ არსებობს რაიმე სახის პოლიტიკური მოტივი.

თავად ბაბარიკო მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა