ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველო ძალიან ცხადი მიზნების კომბინაციას, ეკონომიკურ დახმარებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას უნდა ელოდოს, ეს გაზრდის კეთილდღეობას ქვეყანაში

გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია ინსტიტუციების გასაძლიერებლად, შესაძლებლობის შესაქმნელად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კანონის უზენაესობა დაცულია, ხელს შევუწყობთ ინსტიტუციების შენებას კარგ მმართველობას , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერების ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებლობების მთელი ნაკრები არსებობს, რომლის შეთავაზებაც ევროკავშირს საქართველოსთვის სურს.

ამასთანავე, ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამისგან სამომავლოდ მაკროეკონომიკური დახმარების გაზრდასა და მცირე და საშუალო ბიზნესის მახარდაჭერას უნდა ელოდოს.

„რას უნდა ელოდოს საქართველო მომავალი პროგრამისგან ? პირველ რიგში, ეს არის მაკროეკონომიკური დახმარების ინტენსიფიკაცია და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობის გაზრდა. ასევე, რა თქმა უნდა, უნდა ელოდოს ინვესტიციებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესში, ინვესტირებას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე ინვესტიციებს კომუნიკაციების გაძლიერებისთვის, რაც ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ამ პროგრამაში არის ასევე ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რაც ეკონომიკას უფრო მწვანეს გახდის და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებას შეუწყობს ხელს. ეს საკითხები მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ინსტიტუციების გასაძლიერებლად, შესაძლებლობის შესაქმნელად, რათა დავრწმუნდეთ, რომ კანონის უზენაესობა დაცულია, ხელს შევუწყობთ ინსტიტუციების შენებას, კარგ მმართველობას - ამ საკითხების მხარდაჭერა ასევე შედის პროგრამაში“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამისგან ძალიან ცხადი მიზნების კომბინაციას, ეკონომიკურ დახმარებასა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას უნდა ელოდოს.

„ეს გაზრდის კეთილდღეობას ქვეყანაში, განამტკიცებს ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის და რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაიზრდება კავშირი, ადამიანები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ და ბიზნესში ჩაერთვებიან. ამასთანავე, გაჩნდება კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რომ მაგალითად მონაწილეობა მიიღონ ჩვენს საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში. შესაძლებლობათა მთელი ნაკრები არსებობს, რომელთა შეთავაზებაც გვსურს საქართველოსთვის“ , - აღნიშნა მან.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა