თეონა ჭალიძე პრემიერს - კარგად აგრძნობინეთ ადამიანებს, რომ სახელმწიფოში ადამიანი  ღირებული  არ არის, მის სიცოცხლეს ფასი არ აქვს და ყველაზე დიდ გასაჭირში მიატოვეთ

თქვენ კარგად აგრძნობინეთ ადამიანებს, რომ ამ სახელმწიფოში ადამიანი ღირებული არ არის, მის სიცოცხლეს ფასი არ აქვს და ყველაზე დიდ გასაჭირში მიატოვეთ ადამიანები , - ასე მიმართავს „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, თეონა ჭალიძე პრემიერის განცხადებას ეხმაურება.

"ბატონო პრემიერო, არც ჯანდაცვის სამინისტრო ზრუნავს ადამიანებზე და არც თქვენ ზრუნავთ ხალხზე. გახარიამ უტიფრად თქვა: - ,,ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მას ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე, მის სოციალურ მდგომარეობაზე, მის შრომით უზრუნველყოფაზე, სამუშაო ადგილებზე და კიდევ ბევრ რამეზე და ამას ყველაფერს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს." ამას რომ აცხადებთ, ბატონო პრემიერო, და თავს იწონებთ რამხელა ცინიზმია. რომელ თითოეულ ადამიანამდე მიხვედით?! ათასობით ადამიანი რომ შიმშილობს ამ წუთებში, ათასობით ადამიანი, რომ უწამლოდ იტანჯება და ბევრი ადამიანი იმიტომ კვდება, რომ სამედიცინო პროცედურებისთვის თანხა არ აქვს - ესაა ადამიანებზე ზრუნვა? დიახ, თქვენ კარგად აგრძნობინეთ ადამიანებს, რომ ამ სახელმწიფოში ადამიანი არ არის ღირებული, მის სიცოცხლეს ფასი არ აქვს და ყველაზე დიდ გასაჭირში მიატოვეთ ადამიანები. ესაა რეალობა და ეს იგრძნო ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე. თუ თითოეულ ადამიანზე იზრუნეთ, აბა, ისინი ვინ არიან ვინც ვერც პროდუქტი მიიღო სახელმწიფოსგან, ვერც კომუნალური შეღავათით ისარგებლა, ვერც თქვენს ანტიკრიზისულ გეგმაში მოხვდა. ვინ არიან ეს ბავშვები თუ უფროსები, ესენი არ არიან ადამიანები?! საარსებო შემწეობის გარეშე, რომ დატოვეთ პანდემიის დროს ოჯახები, ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზებიც, რომ ,,გამორთეთ" ეს არის ადამიანებზე ზრუნვა? პროდუქტზე ფასები, რომ გაიზარდა, ათასობით ადამიანი, რომ უმუშევარი დარჩა, ქირას ვეღარ იხდიან ოჯახები, ბანკები რომ ახრჩობენ ხალხს და თქვენ, რომ ,,იმიტირებული დახმარებებით" იწონებთ თავს და ხელს არ ანძრევთ, ეგაა ზრუნვა?" , - აცხადებს თეონა ჭალიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო