ევროკომისიის პრეზიდენტი - 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის ხელსაყრელი პირობებით გაცემული სესხი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის, რომელიც გადაუდებელი ფინანსური დანაკლისების შევსებას მოემსახურება

დაახლოებით 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის ხელსაყრელი პირობებით გაცემული სესხი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის, რომელიც მოემსახურება გადაუდებელი ფინანსური დანაკლისების შევსებას და გააძლიერებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ლიდერების ვიდეო კონფერენციის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ჯამში 2,4 მილიარდი ევრო გამოყო რეგიონის ქვეყნების დასახმარებლად, რომელთაგან 80 მილიონი ევროს მობილიზება მოხდა პარტნიორი ქვეყნების ჯანდაცვის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

„ევროკავშირმა მყისიერი რეაგირება მოახდინა კორონავირუსთან დაკავშირებით. ჯამში 2,4 მილიარდი ევრო ხელმისაწვდომი იყო რეგიონის ქვეყნებისთვის. აქედან, 900 მილიონი ევრო რეგიონის ქვეყნების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა და 80 მილიონი ევროს მობილიზება მოხდა პარტნიორი ქვეყნების ჯანდაცვის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ თანხის საერთო რაოდენობიდან, დაახლოებით, 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის ძალიან ხელსაყრელი პირობებით გაცემული სესხი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის, რომელიც მოემსახურება გადაუდებელი ფინანსური დანაკლისების შევსებას და გააძლიერებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს