RSF - ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება რუსეთის ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებლად და გააკეთოს ყველაფერი, რაც აუცილებელია გიორგი გაბუნიას უსაფრთხოებისთვის

”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას მოითხოვს, ტელეჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო, მკვლელობის დაგეგმვის ფაქტთან დაკავშირებით.

RSF -ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება.

”რაც არ უნდა აღმაშფოთებელი და შოკისმომგვრელი იყოს, გიორგი გაბუნიას კომენტარები, არანაირად არ ამართლებს მკვლელობის მცდელობას ან მუქარას“, - აღნიშნავს RSF- ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი და დასძენს: „თხოვნით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებლად და გააკეთოს ყველაფერი, რაც აუცილებელია გაბუნიას უსაფრთხოების გარანტირებისთვის“ , - აცხადებს RSF- ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟანა კაველიე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა