იენს სტოლტენბერგი - ნატო კოვიდ 19-ის შესაძლო მეორე ტალღისთვის ემზადება

ნატო კოვიდ 19-ის შესაძლო მეორე ტალღისთვის ემზადება, ჩვენი თავდაცვის მინისტრები ახალ გეგმაზე შეთანხდნენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ მინისტრები ახალ ოპერაციულ გეგმაზე, სამედიცინო აღჭურვილობის მარაგებსა და ახალ ფონდზე შეთანხმდნენ.

„ნატო კოვიდ 19-ის შესაძლო მეორე ტალღისთვის ემზადება. ჩვენი თავდაცვის მინისტრები ახალ ოპერაციულ გეგმაზე, სამედიცინო აღჭურვილობის მარაგებსა და კრიტიკული სამედიცინო მარაგების შესაძენად განკუთვნილი ახალი ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ,“- წერს სტოლტენბერგი.

ცნობისათვის, ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალის შეჯამებისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ კოვიდ-19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში გამოწვევებს უფრო მომზადებული შეხვდეს. მისივე თქმით, პანდემიის პირობებში ნატო-ს მთავარი მიზანი არის უზრუნველყოს, რომ „ჯანდაცვის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისად არ გადაიქცეს.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა