აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება DACA-ს საიმიგრაციო პროგრამის გაუქმების შესახებ უკანონოდ ცნო

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადება რომ შეეწყვიტა პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ემიგრანტებს დეპორტაციისგან იცავს, უკანონოდ ცნო.

BBC-ის ინფორმაციით, საქმე უზენაეს სასამართლოში მას შემდეგ გადავიდა, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ წარადგინა ადეკვატური განმარტება, რა მიზეზით სურდა DACA-ს პროგრამის შეწყვეტა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და “საშინელი და პოლიტიკურად დამუხტული“ უწოდა.

ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს დამკვიდრებული DACA-ს პროგრამა “მეოცნებეების“ სახელით ცნობილ 650 000 ახალგაზრდას, რომლებმაც აშშ-ში საჭირო დოკუმენტაციის გარეშე მაშინ შევიდნენ, როდესაც ბავშვები იყვნენ, დეპორტაციისგან იცავს. პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც „მეოცნებეებს“ სწავლისა და მუშაობის უფლებასაც ანიჭებს, 2012 წელს ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს ამოქმედდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო