ოპოზიცია  თბილისის ოლქებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს დღეს დაასახელებს

ოპოზიციური პარტიები თბილისის ოლქებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებს დღეს დაასახელებს. კანდიდატების წარდგენა 12:00 საათზე, „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში მოხდება.

მაჟორიტარი კანდიდატების ოფიციალურად დასახელებამდე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტიები დედაქალაქის ოლქებში შემდეგი კანდიდატების წარდგენას გეგმავენ: მთაწმინდა - შალვა შავგულიძე; სამგორი - ლევან ხაბეიშვილი ან ზაალ უდუმაშვილი; ვაკე - ელენე ხოშტარია; გლდანი - ნიკა მელია; ისანი - გიორგი ვაშაძე, ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციურ გაერთიანებაში არ შედის პარტია „ლელო“, რომელიც კანდიდატების დასახელებას დამოუკიდებლად გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა