მაიკ პომპეო - ჯონ ბოლტონი მოღალატეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს მისი ახალი წიგნის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბოლტონი მოღალატეა.

„მე ეს წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ, იმ ნაწყვეტებიდან, რაც მე ვნახე, ჩანს, რომ ჯონ ბოლტონი ავრცელებს უამრავ სიცრუესა და აშკარა ტყუილებს,“- ნათქვამია მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ჯონ ბოლტონმა ამერიკა თავისი მოღალატეობრივი საქციელით დააზარალა.

„სამწუხარო და სახიფათოა, რომ ჯონ ბოლტონის საბოლოო საზოგადოებრივი როლი იმ მოღალატის როლია, რომელმაც ამერიკა დააზარალა,“- განაცხადა პომპეომ.

ჯონ ბოლტონის წიგნის : „ადგილი, სადაც ეს მოხდა - თეთრი სახლის მემუარები“- გამოცემა 23 ივნისისთვის იგეგმება. გამომცემლობა Simon & Schuster-ის ინფორმაციით, წიგნში შეიცავს ინფორმაციას ტრამპის „არათანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“ და ეს არის წიგნი, „რომლის წაკითხვაც ტრამპს არ სურს.“

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯონ ბოლტონს სასამართლოში უჩივლა. სარჩელში აღნიშნულია, რომ ბოლტონის წიგნი, რომელიც მის თეთრ სახლში მუშაობის პერიოდს ეხება, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს, რომლის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა