"სინერჯი კაპიტალი" ახალი ბანას მშენებლობის მხარდამჭერი გახდა

,,სინერჯი კაპიტალმა” და ,,ხანძთელის ფონდმა” მემორანდუმი გააფორმეს ახალი ბანას ფონდთან. მემორანდუმის მიხედვით, სინერჯი კაპიტალი ახალი ბანას პროექტს ორი მიმართულებით გააძლიერებს: ერთი მხრივ, ,,სინერჯი კაპიტალი” (თანამშრომლებთან ერთად) ფინანსურ რესურსს მიმართავს ახალი ბანას ასაშენებლად, მეორე მხრივ კი, ,,ხანძთელის ფონდი” ხელს შეუწყობს დონორების მოძიებასა და მათ ჩართვას აღნიშნულ პროექტში.

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მშენებარე ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას (VII ს) ანალოგიური იქნება.

ტაძრის შემოგარენში დაგეგმილია სხვადასხვა ფუნქციური შენობა-ნაგებობების განთავსება, რომლებსაც კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული დანიშნულება ექნება.

,,საუკუნის პროექტი ჩვენთვის დამატებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ,,სინერჯი ჯგუფის" დაარსების თარიღი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს ემთხვევა. ჩვენი გუნდი ყოველ წელს მივემგზავრებით ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, მათ შორის, გამორჩეულ ყურადღებას ვუთმობთ ბანას უნიკალურ ტაძარს.

ცოტა ხნის წინ მოვინახულეთ ახალი ბანას მშენებლობაც. შთამბეჭდავია უკვე რაც გაკეთებულია ისიც. ჩვენთვის დიდი პატივია ამ პროექტის მხარდაჭერა. ვაპირებთ, ასევე, ტრადიციად ვაქციოთ ახალი ბანას მონახულება.” - აცხადებენ ,,სინერჯი კაპიტალში”.

აღნიშნულ ინფორმაციას "სინერჯი კაპიტალი" ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა