ჩინეთმა ქაშმირში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული 10 ინდოელი ჯარისკაცი გაათავისუფლა

ჩინეთმა ქაშმირში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული 10 ინდოელი ჯარისკაცი გაათავისუფლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გათავისუფლებულ სამხედროებს შორის 1 ლეიტენანტი და 3 მაიორია.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების შემდეგ ინდოეთის ხელისუფლებას დატყვევებული ჯარისკაცების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, 16 ივნისს ქაშმირის კუთვნილებასთან დაკავშირებით ინდოეთსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც სულ მცირე 20 ინდოელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 76 კი დაშავდა.

ქაშმირი ქვეყნებს შორის დავის საგანს ათეულობით წელია წარმოადგენს. 1962 ქაშმირის გამო წელს ინდოეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდა.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ