ლევან დავითაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ლევან დავითაშვილმა Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დასაძლევად მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამები ფერმერებს მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში დაეხმარება.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, როგორც ექსპორტისთვის, ისე თვითუზრუნველყოფის ზრდისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას. სამინისტროს აქვს რამდენიმე კონკრეტული პროექტი, რომელიც უკავშირდება ორგანიზებულ აგროზონებს, რაც არის პლატფორმა, კვალიფიციური ინვესტორების მოსაზიდად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე, ბიზნესის პროგრამების მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა