“ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის ვიდეოზე „მანიპულირებადი მედიის“ მინიშნება გააკეთა

“ტვიტერმა“ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გვერდზე ატვირთულ ერთ-ერთ ვიდეოზე „მანიპულირებადი მედიის“ მინიშნება გააკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია ცნობილ კლიპზე, რომელიც სოციალურ მედიაში 2019 წელს გამოჩნდა. კლიპში თეთრკანიანი და შავკანიანი ბავშვები ერთმანეთისკენ მირბიან და ერთმანეთს ეხვევიან. კლიპი შარშან СNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით: „ეს ბავშვები გვიჩვენებენ, როგორები არიან ცხოვრების საუკეთესო მეგობრები.“

ტრამპის „ტვიტერის“ გვერდზე კი კლიპის განსხვავებული ვერსია გამოჩნდა, სადაც შავკანიანი ბავშვი თეთრკანიანს გაურბის. კლიპს თან ახლავს CNN-ის ფეიკ სათაური: „შეშინებული ბავშვი რასისტი ბავშვისგან გარბის. რასისტი ბავშვი, სავარაუდოდ, ტრამპის ამომრჩეველია“. ვიდეო მთავრდება წარწერით, „პრობლემა ამერიკა არ არის, პრობლემა ფეიკ ნიუსია.

“ცნობისათვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის პოსტზე მინიშნება გააკეთა. მაისში „ტვიტერმა“თეთრი სახლის ლიდერის ერთ-ერთი პოსტი მონიშნა, რომელშიც ტრამპი ელექტრონული ფოსტით ხმის მიცემის წესის შემოღებას დაუშვებლად მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მსგავსი რეგულაციების შემოღება ხმების მასობრივ ფალსიფიკაციას შეუწყობდა ხელს. მოგვიანებით კი „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის კიდევ ერთ პოსტზე გააკეთა მინიშნება და მას ძალადობის წახალისება უწოდა. საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის მინეაპოლისში ეროვნული გვარდიის გაგზავნით იმუქრება. დონალდ ტრამპმა „ტვიტერი“ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში დაადანაშაულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო