მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან 1 შემოტანილი, მეორე კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან 1 შემოტანილი, მე-2 კი უკვე დადასტურებულთან კონტაქტია.

მისი თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმე არც ერთი არ არის.

“დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულებიც მხოლოდ 2 დაგვემატა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს. 2 ახალი შემთხვევიდან 1 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, მე-2 კი შემოტანილი შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში გუშინ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა, ამ ეტაპზე 21 პაციენტი მკურნალობს. ახალი შემოსული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დინამიკაში არ ველოდებით, რომ პროგრესიება მოხდება, იმიტომ, რომ პრინციპში მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული. მძიმე პაციენტი არ გვყავს, ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს