„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის იანვარი-მაისის წინასწარ შედეგებშია აღნიშნული.

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში ექსპორტი 16.2%-ით, იმპორტი კი 17%-ით შემცირდა.

„2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 235.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 2 970.1 მლნ. აშშ დოლარს (17 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-მაისში, 1 734.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. კერძოდ, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (168.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (167.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (157.1 მლნ. აშშ დოლარი). ამასთან, საიმპორტო ქვეყნების პირველ სამეულში შედის: თურქეთი (478.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (336.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (274.7 მლნ. აშშ დოლარი). საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი თურქეთი (560.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (494.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (443.2 მლნ. აშშ დოლარი) არიან.

2020 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 258.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 148.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 109.2 მლნ. აშშ დოლარით (8.8 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 222.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 199.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 195.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა