ბექა ნაცვლიშვილი - ჩვენი ფრაქციიდან 6 დეპუტატი ცალსახად ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ

ჩვენი ფრაქციიდან 6 დეპუტატი ცალსახად ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ცვლილებები ჩავარდება, ამას ორი დამნაშავე ეყოლება, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" სახით.

„როცა არის საუბარი, ჩავარდება თუ არა ცვლილებება, ორი უპასუხისმგებლო ძალაა ამ ქვეყანაში: „ნაციონალური მოძრაობა" თავის "ევროპული საქართველოთი", რომელიც მონაწილეობას არ იღებს კენჭისყრაში და "ქართული ოცნება", რომელმაც შეიძლება რაღაც ფანდი გაათამაშოს და თქვას, რომ ვიღაცას ფეხი ეტკინა და ვერ მოვიდა. ძალიან მიჯნაზე ვართ რაოდენობის თვალსაზრისით, დეპუტატები, რომლებმაც მხარი უნდა დაუჭირონ და გავიდეს ეს ცვლილება,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს