საპარლამენტო კომიტეტები დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვთმმართველობის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს მაკოორდინირებელი ფუნქცია მიენიჭება ბიზნესს, განათლებასა და დასაქმებას შორის. დასაქმების მაძიებელი „ერთი ფანჯრის პრინციპით“ შეძლებს შემდეგი სერვისების მიღებას: - სამუშაო ადგილის შეთავაზება, - პროფესიული გადამზადება, - ანაზღაურებადი სტაჟირება და ხელფასების სუბსიდირება, - ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები, - საზღვარგარეთ დასაქმება. სახელმწიფო სამუშაოს მაძიებელს დაეხმარება ვაკანსიის მოძებნაში, პროფესიულ გადამზადებასა და ბიზნესის წამოწყებაში.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, დასაქმების სააგენტოს სპეციალისტი, სამუშაოს მაძიებელს ინდივიდუალურად გაესაუბრება და შეისწავლის მის პროფესიულ უნარ-ჩვევებს, კვალიფიკაციას და შესთავაზებს შესაბამის ვაკანსიას სასურველი პირობებითა და შესაბამისი ანაზღაურებით, ან შესთავაზებს პროფესიული გადამზადების კურსებს. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას მოახდენს. მოტივაციის ასამაღლებლად, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების დასაქმების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიზნესს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შრომის ანაზღაურების სუბსიდიას გადაუხდის ან ფასიან სტაჟირებას შესთავაზებს.

კანონპროექტში ჩადებულია საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი. ყოველწლიურად პარლამენტი მთავრობის ანგარიშს მოისმენს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებისთვის. დასაქმების სფეროს მასშტაბური რეფორმის გატარებისთვის, პარლამენტი კანონპროექტის ამოქმედების რამდენიმე ეტაპს შეიმუშავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა