ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა „აწარმოე საქართველოში” სააგენტოსთან პარტნიორობისა და ქართული წარმოებების მხარდაჭერის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ “აწარმოე საქართველოში” სააგენტოსთან პარტნიორობისა და ქართული წარმოებების მხარდაჭერის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან აცნობეს.

სოსო ნიბლაძის თქმით, მათი მიზანია, მაქსიმალურად მოერგონ კონკრეტულ პროექტებს.

“როგორც ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სტრატეგიაში, ისე კერძო სექტორის გეგმებში უკვე მყარად არის გათავისებული და შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება იმ მიმართულებით, რომ პოსტ-კრიზისულ პერიოდში ქართული წარმოების განვითარება, როგორც ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფის, ისე საექსპორტო მიმართულებით გახდეს უპრეცედენტო.

ამ პროცესში ჩვენი პოტენციური წვლილის შეტანის მიზნით, ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ, რომელიც ქ. ქუთაისში ყოფილი ავტოქარხნის 36 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფრასტრუქტურა - სამრეწველო თუ სასაწყობე დანიშნულების შენობები, რომელიც მრავლად გვაქვს წარმოდგენილი თიზ-ში, თავისი კომუნიკაციებით, უპრეცენდენტო შეღავათებით შევთავაზოთ მეწარმეებს ან მთლიანად გადამამუშავებელ სექტორს.

აქ საუბარია პრაქტიკულად არაკომერციულ შეთავაზებაზე, რომელიც გულისხმობს მზა ფართების ქირავნობის კუთხით შეღავათებს, მორატორიუმებს, ბიზნესის დაწყების საოპერაციო კომპონენტში დახმარებას, მუშახელის მოძიებას და სხვა. ამ შეთავაზების მიზანი, ასეთი პროფილის კომპანიებისთვის ერთი მხრივ, საწყისი ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა ხოლო, მეორე მხრივ, დროის მოგება, იმისთვის, რომ წარმოების პროცესი უმოკლედ ვადებში დაიწყოს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მოვერგოთ კონკრეტულ პროექტებს.

ბიზნესის წამოწყების სპეციფიკის მიხედვით დაინტერესება ჩვენი შეთავაზების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებების მიმართ იქნება, შესაბამისად ვეცდებით ვიყოთ ზედმიწევნით მოქნილები“, - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მათი შეფასებით, მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფომ სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა და კონკრეტული შეთავაზებათა პაკეტი წარმოადგინა სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი და გაფართოებული დაფინანსების მექანიზმების სახით, რომელიც, თავის მხრივ, დამატებით მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორებია ადგილობრივი თუ უცხოური მეწარმეობის განვითარების კუთხით საქართველოში და მათ შორის თიზ-ებში.

https://hualingfiz.ge/contacts/

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ