სოფო კილაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან „ქართულმა ოცნებამ" გასცა ეს დაპირება და „ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის, რომ ამ ცვლილებებით და მის გარეშეც ის არის უპირობო ლიდერი პოლიტიკურ სპექტრში,- ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა, დღეს ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომას და აღნიშნა, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან "ქართული ოცნების" გუნდი გადაწყვეტილებებს გუნდურად იღებს.

„ერთი მხრივ, ოპონენტები გვადანაშაულებენ იმაში, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ერთპიროვნულად, მეორე მხრივ, როცა ყველა მნიშვნელოვანი საკითხისთვის ვიკრიბებით და გუნდურად ვიღებთ გადაწყვეტილებას, გაკვირვების კითხვაა - რატომ იკრიბება „ქართული ოცნება“. რა თქმა უნდა, შეიკრიბება „ქართული ოცნება“, საკონსტიტიციო ცვლილებები ისეთი საკითხია, სადაც გუნდურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი გუნდის ყველა წევრი დაუჭერს მხარს ისევე, როგორც სხვა ნაწილი ოპოზიციის, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ამ ცვლილებების მხარდაჭერის. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმე არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ" გასცა ეს დაპირება და „ქართულმა ოცნებამ" ზუსტად იცის, რომ ამ ცვლილებებით და მის გარეშეც პროპორციული თუ მაჟოროტარული სისტემით, ის არის უპირობო ლიდერი არსებულ პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ ჩვენს ინტერესშია, ეს ცვლილებები მივიღოთ, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას,"- განაცხადა კილაძემ.

არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა დღეს 3 საათზეა ჩანიშნული. ცნობისათვის, დღესვე იურიდიულ კომიტეტში საკონსტიტრუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება. ხოლო კვირას, 21 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ