ADB-ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი - საქართველოს რეაგირება პანდემიაზე იყო საოცრად კარგი

Covid-19-ის თავდაპირველმა წარმატებამ საქართველოს, შესაძლოა, გრძელვადიანი სარგებელი მოუტანოს, ეკონომიკური აქტივობების ეტაპობრივი გახსნის პროცესში ქვეყანას უნიკალური საშუალება ეძლევა ეკონომიკური ზრდის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება, - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი წერს.

მათი ცნობით, ADB-ის წარმომადგენელი აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში ხაზს უსვამს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის რეაგირება იყო აღსანიშნავად კარგი და საქართველოს მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

„მსხვილი რეგიონული სავაჭრო და საერთაშორისო ტურისტული ცენტრის რანგში საქართველო განსაკუთრებით მოწყვლადი გახდა ახალი კორონავირუსისადმი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანამ საოცრად კარგად მოახდინა პანდემიაზე რეაგირება და მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. საქართველოს დაუფასდა გახსნილობისა და ჯეროვანი მმართველობისადმი ნაკისრი მრავალწლიანი ვალდებულება. სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსის გავრცელების შეკავებაში მიღწეული წარმატება ადრეული ქმედებებისა და ქმედითი აღსრულების დამსახურებაა. საქართველოში პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე დაწესდა სამედიცინო შემოწმება მოგზაურებისთვის, ისევე როგორც გადაადგილების შეზღუდვები. ეროვნულმა ბანკმა სწრაფად შეარბილა რეგულაციები და წარმატებით დაასტაბილურა გაცვლითი კურსი, მაშინ როდესაც კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს კრედიტების გრაფიკით დაფარვა გადაუვადეს,“ - წერს შეინ როზენტალი.

მათივე ინფორმაციით, აგრეთვე, ADB-ის წარმომადგენელი წერს, რომ საქართველოსადმი ნდობამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების პაკეტების სწრაფი შემუშავება, პადემიასთან გამკლავებისა და მასზე რეაგირების მხარდასაჭერად. ბლოგში აღნიშნულია, რომ ყოველივე ეს საქართველოს უქმნის ძლიერ პლატფორმას და ახალ შესაძლებლობებს მეტი მედეგობისა და ინკლუზიურობისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო