ელენე ხოშტარია - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მივიღე - ამ გზით ნამდვილად შევძლებთ „ქართული ოცნების” დამარცხებას

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მივიღე და მგონია, რომ სწორედ ამ გზით ნამდვილად შევძლებთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთში შეხვედრა დაიწყება.

მისი თქმით, ეს ოპოზიციური კოორდინაცია არის იმის წინაპირობა, რომ ისინი „ქართულ ოცნებას" დაამარცხებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების ბევრი მცდელობის, ბევრი განსხვავების, ბევრი პრობლემის მიუხედავად, შეძლო საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება და ეს საერთო სტრატეგია არის სწორედ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხარდაჭერა სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მივიღე და მე მგონია, რომ სწორედ ამ გზით ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება". რა თქმა უნდა, წინ არის საკონსტიტუციო ცვლილებები, „ქართული ოცნებისგან" არაფერია გამორიცხული, მათ არ შეასრულეს 8 მარტის შეთანხმება, ეს ფაქტია, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ოპოზიციური კოორდინაცია არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ „ქართულ ოცნებას" დავამარცხებთ.

შეიძლება, რაღაც ჯგუფებს ცოტა განსხვავებული ტაქტიკა ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანობაში ოპოზიციამ მოახერხა კოორდინაცია. შეიძლება იყოს 1-2 ოპოზიციური ჯგუფი, რომელსაც ცოტა სხვა წარმოდგენა აქვს ტაქტიკაზე, მაგრამ მთლიანობაში ეს შეთანხმება შემდგარია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი, შესაძლოა, ელენე ხოშტარია იყოს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო