გიგა ბოკერია - ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე არიან საუკეთესო კანდიდატები, რომ „ოცნება“ პირველ ტურში დაამარცხონ

ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე - ოთხივე კანდიდატი შესაბამის ოლქებში არის საუკეთესო კანდიდატი იმისთვის, რომ პირველ ტურში დაამარცხოს "ქართული ოცნების" კანდიდატები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მაჟორიტარობის ეს კანდიდატები გამოხატავენ ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილს.

"ის პოლიტიკური ძალები, ვინც თავიდანვე მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების იდეას უჭერდა მხარს, არიან ერთიანი. ვინც უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი, ასეთი პოლიტიკური ძალებიც იყვნენ პროცესში, მე იმედი მაქვს, რომ ისინიც შემოეუერთდებიან ამას. თუ არ შემოუერთდებიან, ის ხმები, რომელსაც პოლიტიკური ძალები დააგროვებენ ამ კანდიდატების გარშემო, იქნება საკმარისი პირველ ტურში გამარჯვებისთვის. კანდიდატების შერჩევისას კრიტერიუმები უნდა იყოს მარტივი, უნდა იყოს მეტნაკლებად წარმომადგენლობითი იმ სპექტრის, რაც არის ოპოზიციაში და რაც მთავარია, იყოს პირველ ტურში ხმების შემკრები. ასეთი კანდიდატები არიან ისინი, ვინც დასახელდა," - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, თბილისში არის ორი ოლქი, სადაც ოპოზიცია საერთო კანდიდატს არ ასახელებს.

"ეს ორი ოლქიც იმიტომაა დატოვებული, რომ ამ ორი ოლქის სპეციფიკიდან გამომდინარე, ან პოლიტიკური ან სზოგადოებრივი ფიგურა, რომელიც პირველ ტურში დაამთავრებს არჩევნებს, ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ, უნდა იყოს შერჩეული. შეიძლება იყოს ასევე ოლქები თბილისის გარეთ, სადაც სჯობს, რომ ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატი იყოს, სულ არის ტაქტიკური გონივრული საკითხები," - განაცხადა ბოკერიამ.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
თორნიკე ჯანაშვილი - “რეფორმერი" პოლიტიკაში მოდის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა