გიორგი ვაშაძე - იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს თავზე - მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ

იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ, რადგან საერთო გადაწყვეტილებაა ეს და ყველას მოსაზრებაა, ავიღო ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე. მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს საბოლოო ჯამში, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „მთავარი გამარჯვება იქნება 31 ოქტომბერს“.

„ჩვენი მთავარი გამარჯვება იქნება 31 ოქტომბერს, როცა ამ მავნებლებს მოვაცილებთ საქართველოს, რომელთაც მიტაცებული აქვთ ხელისუფლება. ჩვენ დღეს ვდგამთ ძალიან დიდ ნაბიჯს წინ. ცოტა ვანერვიულეთ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ საღმა აზრმა გაიმარჯვა. იცით რამ გაიმარჯვა? ყველამ დავსვით კითვა - რა უნდა ხალხს? ხალხს უნდა ოპოზიციის თანამშრომლობა, ოპოზიციის ერთიანობა, ოპოზიციის კონსოლიდაცია იმისათვის, რომ გამოვტაცოთ მიტაცებული ხელისუფლება ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და ქვეყანამ დაიწყოს აღმშენებლობის პროცესი. აქედან გამომდინარე, იმ კანდიდატებიდან, რაც დასახელებულია, მეც მზად ვარ, რადგან საერთო გადაწყვეტილებაა ეს და ყველას მოსაზრებაა, ავიღო ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე. მაჟორიტარული ოლქი მარტივი არ არის, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ისნის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი გიორგი ვაშაძეა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს