ნინო ბურჯანაძე - ყველა კოლეგის მხრიდან იყო მზაობა, ჩვენც გვყოლოდა თბილისში მაჟორიტარი წარმოდგენილი, უბრალოდ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ საერთო კამპანიაზე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონცენტრირება საერთო კამპანიაზე გააკეთონ და თბილისში კანდიდატი არ წარმოადგინონ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ძალიან უნდა, რომ ოპოზიციაში განხეთქილება ნახოს, „მაგრამ ამას ვერ ნახავს“.

„მინდა კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ჩვენი კოლეგის მხრიდან იყო გამოთქმული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენც გვყოლოდა თბილისში მაჟორიტარი კანდიდატი წარმოდგენილი. უბრალოდ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონცენტრირება გავაკეთოთ საერთო კამპანიაზე და თბილისში არ წარმოვადგინოთ კანდიდატი. რაც შეეხება ყველა კონკრეტულ კანდიდატს, არიან კანდიდატები, რომლებსაც დავუჭერთ ღიად მხარს და არიან კანდიდატები, რომლებსაც არ დავუჭერთ. ჯერ საბოლოო სია არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ გასარკვევია. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი ამოცანა იქნება შესრულებული, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ დაუპირისპირდება და არ წაართმევს ხმებს. დასახელებული კანდიდატები მიუღებლები არ არიან საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისათვის და პოლიტიკური სპექტრისთვისაც, რეგიონებშიც უნდა შევძლოთ ყველა პარტიის მიერ დასახელებული მაჟორიტარი მისაღები იყოს საზოგადოების უმრავლესობისთვის,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს