„საპარტნიორო ფონდმა“ რაჭის კლინიკებს პირბადეები და სამედიცინო კომბინიზონები გადასცა

COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ ონისა და ამბროლაურის კლინიკებსა და მუნიციპალიტეტებს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი სამედიცინო პირბადეები, კომბინიზონები და საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი პროდუქცია Faceguard-ი გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ამბროლაურის კლინიკის მედპერსონალს, ამბროლაურის მერთან ზვიად მხეიძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო ეკიპირება პირადად გადასცა. ასევე, აქციის ფარგლებში, სამედიცინო აღჭურვილობა პროფილური კლინიკისთვის გადაეცა ონის მერიას.

„საპარტნიორო ფონდის მიერ ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის დახმარების აქცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ჩვენი მეგობრების დახმარებით, გრძელდება. ჩემთვის, როგორც რაჭველისთვის დღევანდელი აქცია ორმაგად მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები შეინარჩუნებენ მწვანე ზონის სტატუსს, თუმცა ჩვენ მაინც მომზადებულები ვართ. ვუსურვებ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჯანრთელობას,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდი საინტერესო პროექტებს ახორციელებს ჩვენს რეგიონში და მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ვუთხრა რომ ადგილობრივი თვითმართველობა ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

„საპარტნიორო ფონდს“ დახმარებისთვის მადლობა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემაც გადაუხადა და აქციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„კოვიდ 19-თან აქტიური ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს, პირველ ეტაპს ქვეყანამ მართლაც წარმატებით გაართვა თავი, მაგრამ არსებობს გარკვეული საჭიროებები. ცნობილია, რომ საჯარო დაწესებულებებში თავშეყრისთვის ჩატარებისთვის, აუცილებელია პირბადის გამოყენება, შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ცხელების ცენტრებსა და პროფილურ დაწესებულებებში საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ვირუსთან საბრძოლველად საჭირო სამედიცინო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომელიც „საპარტნიორო ფონდმა“ გადმოგვცა”,- განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

„საპარტნიორო ფონდმა“ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით სინძიანის ეკონომიკური მიმოცვლის ასოციაციის, ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტისა და განსუს პროვინციის ადგილობრივი მთავრობის მიერ გამოგზავნილი 4000-მდე პირბადე და 60-მდე სამედიცინო კომბინიზონი გადასცა. „საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა